ინფორმაცია

ექოსკოპია

ჩვენ კლასიკას თანამედროვე თვალით ვუყურებთ!
ულტრაბგერითი კვლევა თანამედროვე მედიცინის განუყოფელი ნაწილი გახდა. მეან-გინეკოლოგიურ კვლევებს შორის კი მან დამსახურებულად დაიკავა ერთ-ერთი სალიდერო ადგილი.
ექოსკოპიის საშუალებით ხორციელდება დინამიური დაკვირვება ნაყოფის ზრდა-განვითარებაზე. მცირე ვადებზე ფასდება ნაყოფის g/ც აქტივობა და ზრდის ტემპები, საშვილოსნოსა და საკვერცხეების მდგომარეობა. საჭიროების შემთხვევაში ფასდება ყვითელი სხეულის სრულფასოვნება დოპლეროგრაფიული რიცხობრივი მონაცემებით, რაც ჩვენს ექიმებს საშუალებას აძლევს გამოყონ რისკ ჯგუფის ორსულები, რომლებთანაც მოსალოდნელია თვითნებითი აბორტი და აქედან გამომდინარე შეარჩიონ მცირე ვადის ორსულთა მართვის ტაქტიკა.


ულტრატანამედროვე აპარატურა  საშუალებას იძლევა მთელი ორსულობის პერიოდში თვალი ვადევნოთ სისხლის მიმოქცევას დედასა და ნაყოფს შორის. დროულად დავაფიქსიროთ ფეტო-პლაცენტარული უკმარისობა და თავიდან ავიცილოთ ნაყოფიოს ჰიპოქსია.

თანამედროვე მეანობაში ერთ-ერთი აქტუალური თემაა სხვადასხვა მოზეზის გამო ნაადრევად ორსულობის დასრულების დროის შერჩევა, რაც დამოკიდებულია ნაყოფის მდგომარეობასა და ფილტვების სიმწიფეზე. ჩვენს კლინიკაში დაინერგა და ვითარდება ნაყოფის ფილტვების კვლევა ენერგეტიკული დოპლერით, რომლითაც ფასდება ფილტვების პერფუზია და რიცხობრივი  მაჩვენებლების ცვალებადობა, ნაყოფის ფილტვების კვლევა ენერგეტიკული დოპლერით, ნაყოფის ფილტვების მედიკამენტოზური მომწიფების ფონზე. შედეგებიდან გამომდინარე ირჩევა ორსულობის დასრულების ოპტიმალური ვადა.

პლაცენტისა და მიომეტრიუმის სისხლძარღვების შესწავლისათვის ასევე აუცილებელია აპარატურა ძლიერი ხედვითი მონაცემებით. ჩვენთან დიდი ყურადღება ექცევა ამ საკითხებს, რაც საშუალებას გვაძლევს თავიდან დროულად ავიცილოთ მშობიარობის შემდგომი სისხლდენები, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს პლაცენტის მჭიდრო მიმაგრებით, ჩაზრდით ან სისხლძარღვების განვითარების ანომალიით.

ნაყოფის განვითარების ანომალიების დროული დიაგნოსტიკა და კვალიფიცირებული შეფასება საშუალებას გვაძლევს  სწორად ვმართოთ ორსულობა და დროული დახმარება აღმოვუჩინოთ ახალშობილს.

თანამედროვე ულტრაბგერითი აპარატურის შესაძლებლობები განსაკუთრებით ფასეულია გინეკოლოგიური კვლევების დროსაც. ექოპათოლოგიური წარმონაქმნების შეფასება ვაგინალური  გადამწოდით დოპლეროგრაფიის დახმარებით მნიშვნელოვნად ზრდის დიაგნოზის სიზუსტეს. ფოლიკულის მომწიფების სტადიებში  დოპლეროგრაფიული მონაცემები საშუალებას გვაძლევს ვიმსჯელოთ იმის შესახებ, თუ როგორ მწიფდება ფოლიკული, დროულად თუ ხდება ოვულაცია, რამდენად ვარგისიანია მოცემული მენსტრუალური ციკლი განაყოფიერებისათვის. მეორე ფაზაში ფასდება ყვითელი სხეულის სრულფასოვნება      დოპლეროგრაფიული მონაცემებით, რიცხობრივი მაჩვენებლები გვაძლევენ საშუალებას ობიექტურად ვიმსჯელოთ თუ რამდენად კეთილსაიმედო მდგომარეობაა განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ნიდაციისა და ორსულობის შენარჩუნებისათვის, რაც მკურნალობის მეთოდების სწორად შერჩევისა და  ჰორმონოთერაპიის რაციონალურად განოყენების საშუალებას გვაძლევს - ეს კი  ქალის და მისი მომავალი თაობის ჯანმრთელობის საწინდარია.

ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი ხელმისაწვდომია სამშობიარო სახლში! - სადაც ულტრაბგერის ოთხი კაბინეტია  აღჭურვილი აპარატურით. მათ შორის ერთ-ერთი 4D ვიზუალიზაციითა და ენერგეტიკული დოპლერით. ჩვენი  რადიოლოგები არიან თამარ კომახიძე, დავით ვერძაძე, თამაზ ხმალაძე, ნანა შერვაშიძე.

მოგვმართეთ! - ჩვენს დაწესებულებაში მაქსიმალურად მოგემსახურებიან კვალიფიცირებული ექიმები.

თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელობა ჩვენთვის უპირველესი საზრუნავია!


Copyright © 2015 All Rights Are Reseved BMH.GE. Developed By Web-Master.Ge