ინფორმაცია

ორსულობა

ბათუმის სამშობიარო სახლის ქალთა კონსულტაცია დაკომპლექტებულია ქალაქის წამყვანი სპეციალისტებით. ჩვენი კლინიკა ჩართულია ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამაში, პროექტი ითვალისწინებს უფასო 4 ვიზიტს.იმისათვის, რომ ორსულმა ისარგებლოს სახელმწიფო ვაუჩერით აუცილებელია აღრიცხვაზე დადგეს ორსულობის  13 კვირამდე და საშუალება აქვს ისარგებლოს ვაუჩერით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურებით დადგენილი  ვადების მიხედვით:

1.      ვიზიტი 13 კვირის ორსულობის ვადამდე ტარდება შემდეგი სახის მომსახურეობა:

მეან-გინეკოლოგის კონცულტაცია;

თერაპევტის კონსულტაცია;

სისხლის საეთო ანალიზი;

შარდის საერთო ანალიზი;

სისხლის ჯგუფი და რეზუსი;

საშოს ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკლევა;

აივ ანტისხეულების განსაზღვრა;

ათაშანგის დიაგნოსტიკა;

B-ჰეპატიტის დიაგნოსტიკა.

 

2.      ვიზიტი ორსულობის 18-20 კვირაზე ტარდება შემდეგი სახის მომსახურეობა:

მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;

ნაყოფის ექოსკოპიური გამოკვლევა განვითარების ანამალიების გამოსავლენად.

 

3.      ვიზიტი ორსულობის 30-32 კვირაზე ტარდება შემდეგი სახის მომსახურეობა:

მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;

ცილის რაოდენობის  განსაზღვრა შარდში;

ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში.

 

4.      ვიზიტი ორსულობის 34-36 კვირაზ ტარდება შემდეგი სახის მომსახურეობა)

მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;

 ცილის რაოდენობის  განსაზღვრა შარდში;

ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შესაძლებელია ორსულს დაგჭირდეთ ოთხჯერ მეტი ვიზიტის განხორციელება. ამას  ორსულისა და ნაყოფის მდგომარეობის მიხედვით გადაწყვეტს ქალთა კონსულტაციი გინეკოლოგი.


ყველას, განსაკუთრებულად საყურადღებო ორსულს უტარდება კონსულტაცია სამშობიარო სახლის წამყვანი სპაციალისტების მიერ.


დამატებითი  ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ სამშობიარო სახლის საინფორმაციო ცენტრს.


ამინდის პროგნოზი
კონტაქტი
საქართველო / ბათუმი რუსთაველის 39
  • +422 27 47 99
  • @info@bmh.ge
დაგვიმეგობრდით
    CODE PLACE
Copyright © 2015 All Rights Are Reseved BMH.GE. Developed By Web-Master.Ge