ინფორმაცია

მშობიარობა

მშობიარობის სერვისი ბათუმის სამშობიარო სახლში წარმოდგენილია:

ფიზიოლაგიური მშობიარობა გაუტკივარებით და გაუტკივარების გარეშე;

საკეისრო კვეთა ზოგადი და სპინალური გაუტკივარებით.

საკეისრო კვეთა შეიძლება  გახდეს აუცილებელი როგორც მშობიარობამდე ისე მშობიარობის პროცესშიც. ყველა ორსულს აქვს ინდივიდუალური მიდგომა და მშობიარობის მართვის ტაქტიკა  შემუშავდება შექმნილი სამეონო სიტუაციიდან გამომდინა, საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს დადგენილი გაიდლაინების(პროტოკოლების) მიხედვით, მშობიარესთან  და  მის ახლო  ნათესავებთან შეთანხმების საფუძველზე.


თანამედროვე  გაუტკივარების მეთოდის შერჩევაში თქვენ დაგეხმარებათ ჩვენი კვალიფიცირებული ანესთეზიოლოგები, რომლებიც დეტალურად მოგაწოდებენ ინფორმაციას  გაუტკივარების ყველა უპიტატესობის შესახებ.
ჩვენთან ფართოდ გამოიყენება ეპიდურალური გაუტკივარება მშობიარობაში. რომლის დროსაც მშობიარე ტკივილს არ გძნობს, გაუტკივარებისას  გამოყენებული მედიკამენტები არ ახდენენ  უარყოფით ზეგავლენას ნაყოფზე და ახალშობილი იბადება დეპრესიის გარეშე. დაბადებისთანავე ახალშობილი იმყოფება დედასთან.


ჩვენს სამშობიარო სახლში ორსულის, მშობიერეს, შემდგომ მელოგინეს და ახალშობილს უტარდება მაღალკვალიფიცირებული სამედიცინო დახმარება და განსაკუთრებული მეთვალყურეობა.

ამინდის პროგნოზი
კონტაქტი
საქართველო / ბათუმი რუსთაველის 39
  • +422 27 47 99
  • @info@bmh.ge
დაგვიმეგობრდით
    CODE PLACE
Copyright © 2015 All Rights Are Reseved BMH.GE. Developed By Web-Master.Ge