ინფორმაცია

ნეონატოლოგიური სამსახური

სამშობიარო სახლის ნეონატოლოგიური სამსახური აღჭურვილია სათანადო სამედიცინო აპარატურით.ბათუმის სამშობიარო სახლი ერთერთი პირველი იყო იმ საავადმყოფოების შორის, რომელსაც UNICEF-ს მიერ 1991წელს მიენიჭა „ბავშვისადმი კეთილგანწყობილი საავადმყოფოს" სახელი.

 

 

2010 წლიდან ჩავერთეთ USID SUSTAIN მიერ განხორციელებულ ეფექტურ პერინატალურ მოვლის პროგრამაში,რომელიც მოიცავს უსაფრთხო დედის და ახალშობილის მოვლისა და ძუძუთიკვების თანამედროვე მიდგომებს.

ნეონატოლოგიურ სამსახურს აქვს მჭიდრო საქმიანი ურთიერთობა საქართველოს სხვადასხვა კლინიკების ნეონატოლოგიურ-პედიატრიულ სამსახურებთან:
ქ.თბილისის კ.ჩაჩვას სახელობის პერინატოლოგიის ინსტიტუტის ახალშობილთა განყოფილებასთან, მ.იაშვილის სახელობის საავადმყოფოს მედიკო-გენეტიკურ ცენტრთან და ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მეცნიერ  თანამშრომლებთან,  ქ.ბათუმის იაშვილის სახელობის დედათა და ბავშთა ცენტრთან და სამკურნალო-დიაგნოსტიკურ ცენტრ „მედინასთან",აგრეთვე ურთიერთობა გვაქვს რეფერალური დახმარების საკოორდინაციო ცენტრთან.

სამშობიარო ბლოკში ხორციელდება საჭიროებისამებრ ახალშობილთა რეანიმაცია ამერიკის პედიატრიული აკადემიის და ამერიკის კარდიოლოგიური ასოციაციის შემუშავებული სქემების მიხედვით.

ნეონატოლოგიური სამსახურის ექიმები გაერთიანებულნი არიან პერინატოლოგთა და ნეონატოლოგთა პროფესიულ ასოციებში.აქტიურად მონაწილეობენ ტრენინგებსა და სამეცნიერო კონფერენციებში.

ნეონატოლოგების პროფესიონალიზმზე მეტყველებს ქირურგიული პათოლოგიების და განვითარების ანომალიების დროული და ზუსტი დიაგნოსტირება.

ქ.ბათუმის ნეონატოლოგიური სამსახურის ხემძღვანელია მ.მუჯირი.განყოფილებაში მუშაობენ გამოცდილი,მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული ექიმები

 

რ.ფომენკო, ქ.გორგოშაძე, ნ.აფაქიძე, ზ.ვარშალომიძე, ფ.ლორთქიფანიძე, გ.ჩხეიძე,

მ.ხალვაში, ჯ.მინჯია, დ.ჩხაიძე, ლ.კვაჭაძე


Copyright © 2015 All Rights Are Reseved BMH.GE. Developed By Web-Master.Ge