ინფორმაცია

ლაბოლატორია

ბათუმის სამშობიარო სახლის ლაბორატორიული განყოფილება ამაყობს თავისი დიდი წარსულითა და გამოცდილებით.დღევანდელ მოთხოვნებსაც წარმატებით ართმევს თავს და ემსახურება ჯანმრთელობის დაცვის კეთილშობილურ საქმეს.

განყოფილებას აქვს კარგი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა,აღჭურვილია თანამედროვე ევროპული(გერმანული)წარმოების აპარატურითა და რეაქტივებით.ჩვენთან სრულდება კლინიკური,ბიოქიმიური,იმუნოლოგიური,ვირუსული,ბაქტერიოლოგიური,ონკოლოგიური (PAP ტესტი,ონკომარკერები)  გამოკვლევების ფართო სპექტრი. გარდა კლინიკური გამოკვლევებისა დიდი დატვირთვაა ჰორმონალურ გამოკვლევებზე(ფარისაბულ ჯირყვლის,რეპროდუქციულ-ჰორმონებზე, ღვიძლლის,თირკმლის ფუნქციურ ტესტებზე).

ლაბორატორიული განყოფილება წარმატებით ასრულებდა და ასრულებს ჯანდაცვის და მუნიციპალურ პროგრამას.ყოველდღიურად ლაბორატორია გადის გარე კონტროლის ხარისხის შემოწმებას და ღებულობს შეფასების მაღალ მაჩვენებლებს და სარტიფიკატს.მთავარი ჩვენი წარმატებაა კმაყოფილი პაციენტები.ეს დიდი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური კოლექტივის დამსახურებაა.

ჩვენთან გამოკვლევები შეუძლიათ ჩაიტარონ როგორც ორსულებმა და გინეკოლოგიურმა პაციენტებმა, ასევე სხვა მოქალაქეებმაც.


Copyright © 2015 All Rights Are Reseved BMH.GE. Developed By Web-Master.Ge