ჩვენ კლასიკას

თანამედროვე თვალით
ვუყურებთ

85 წელი

თქვენს სამსახურში

თქვენი მომავალი

საიმედო ხელშია

  • ჩვენი სამშობიარო სახლი 1931 წლიდან ემსახურება აჭარისა და მეზობელი რეგიონების მოსახლეობას. გავლილმა ხანგრძლივმა გზამ, აღსავსე დიდი პასუხისმგებლობით,შეადუღა კოლექტივის ყველა წევრი და შეიქმნა მაღალპროფესიული,პაციენტისადმი კეთილგანწყობილი, თანამედროვე სტანდარტებით მომუშავე დაწესებულება, რომლის მიზანია მოგანიჭოთ თქვენ, თქვენ შვილს, თქვენს ოჯახს ბედნიერება.

    აჭარაში დაბადებულ ახალშობილთა 65-70% ჩვენ სამშობიარო სახლში მოევლინა ქვეყანას. ჩვენ ვემსახურებით ყველა ასაკის ქალს, ბავშვობიდან მოხუცებულობამდე. ჩვენი პრიორიტეტია მაქსიმალური თანადგომა პაციენტისადმი, რათა სასიამოვნო გავხადოთ მათი ყოფნა ჩვენს კლინიკაში.

    პატივისცემით.
    სამშობიარო სახლის დირექტორი,
    მედიცინის დოქტორი ლევან ბეჟანიძე
ხშირად დასმული კითხვები
ორსულობის რომელ კვირაზე უნდა დავდგე აღრიცხვაზე ქალთა კონსულტაციაში?
სასურველია 6-8 კვირის ვადაზე
რა საბუთები უნდა ვიქონიო ქალთა კონსულტაციაში აღრიცხვაზე დადგომის მომენტში?
საჭიროა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
როგორ და როდის უნდა ავიღო ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმიფო ვაუჩერი?
ანტენატალური მეთვალყურეობის ვაუჩერის გაცემას აწარმოებს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო , სადაც უნდა წარადგინოთ სამშობიარო სახლში აღებული ფორმა 100, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ექოსკოპიის დასკვნა( ორსულობის ვადის დასადასტურებლად). გახსოვდეთ, სახელმწიფო ვაუჩერი გაიცემა მხოლოდ 12 კვირის ვადის ორსულობის ჩათვლით..
როდის უნდა მივმართო სამშობიარო განყოფილებას?
-თუ ტკივილი ჩაწოლითი ხასიათისაა და მეორდება 10 წუთის განმავლობაში 1-2ჯერ.
-წყლების დაღვრისას (თუნდაც ტკივილი არ გქონდეთ)
-თუ გაქვთ სისხლიანი გამონადენი საშოდან
-არტერიული წნევის მატების,თავის ტკივილის და/ან შეშუპების დროს.
რა საბუთი უნდა ვიქონიო სამშობიაროში მიმართვის დროს?
-პირადობის დამადასტურებელი მოწმობა
-ქორწინობის მოწმობა
მაქვს შეკითხვა რომლის პასუხი აქ ვერ ვნახე,როგორ მოვიქცე?
ასეთ შემთხვევაში მიმართეთ ბათუმის სამშობიარო სახლის საინფორმაციო ცენტრს.
Copyright © 2015 All Rights Are Reseved BMH.GE. Developed By Web-Master.Ge